ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სააღდგომო საჩუქრები


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა, ტრადიციულად, სააღდგომოდ, სოციალურად დაუცველ ჯგუფებს,- მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა დედებს, დედ-მამით ობოლ ბავშვებს, 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებს და მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს სასაჩუქრე პაკეტებს გადასცემს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსის გოგი რევიას ინფორმაციით, ერთი პაკეტის ღირებულება, საშუალოდ, 80 ლარს შეადგენს.

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური განყოფილება, ყოველწლიურად, სთავაზობს უმწეო კატეგორიის მოსახლეობას სასაჩუქრე პაკეტებს. ამ წლისათვის, პაკეტის რაოდენობა გაიზარდა 200- მდე. პაკეტებში მოთავსებულია: შედედებული რძე, შაქარი, კარაქი ნაღების, შოკოლადის ბატონი, კარამელი, რძინი შოკოლადი, ლიმონათი, თხილისა და კაკაოს პასტა, კანფეტი, ბრინჯი, თაფლი, კვერცხი, ფქვილი, პასკა, საღებავი, ბურღულები, სწრაფი ხსნადი კაკაო, ზეთი, ვაფლის ტორტი,რძის ფხვნილი. ოდნავ განსხვავებულია 100 წელს გადაცილებულების და მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანების სასაჩუქრე კალათა. მათთვის პაკეტებში მოთავსებულია წითელი ღვინო,  ხორცის კონსერვი და ჩაი. საჩუქრები მოთავსდება სპეციალურად დამზადებულ პაკეტებში და სოფლის რწმუნებულების დახმარებით გადაეცემა ბენეფიციარებს 13 და 14 აპრილს. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცო ზუგდიდლელებს და ჩვენს ბენეფიციარებს, მინდა ჯანმრთელები, ბედნიერები იყვნენ. ვისურვებდი, უკეთესი ცხოვრებით ეცხოვროთ.’’- განაცხადა რევიამ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!