- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის დრამატული სტუდიის “შთამომავლები”აღსაზრდელებმა, სასახლის დარბაზში, შეასრულეს ნოდარ დუმბაძის მოთხრობის მიხედვით დადგმული სპექტაკლი “ჰელადოსი”.
სასახლის დირექტორის მოადგილემ რუსუდან შონიამ, ნორჩ მსახიობებს დიპლომები გადასცა და წარმატებები უსურვა.
ერთ საათიანმა სპექტაკლმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
ერევანში საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე “Armenian Global Art- Fest” სასახლის დრამატული წრე “შთამომავლები”, სპექტაკლით “ჰელადოსი” (ნ. დუმბაძის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით) პირველი ადგილისა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ნორჩმა მსახიობებმა რამდენიმე ნომინაციაში გაიმარჯვეს: საუკეთესო მსახიობი ქალი-კესო ფირცხელავა გახდა, საუკეთესო მსახიობი მამაკაცი-აკაკი კვარაცხელია, საუკეთესო რეჟისორი- ნონა ტოტოჩავა.
სომხეთში მონაწილეების გამგზავრება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით მოხდა.