ცნობილი მოვლენების გამო “ენმ” ლიდერები ზუგდიდში ჩამოვიდნენ


  • დღეს, ზუგდიდში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში, პარტიის ლიდერებმა ბრიფინგი გამართეს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს უჩვენეს ფოტოები, სადაც ჩანდნენ ის საჯარო მოხელეები, რომლებიც წუხელ აქციაზე იმყოფებოდნენ.

მოგვიანებით, ცენტრალური და ადგილობრივი პარტიის ლიდერები, მხარდამჭერებთან ერთად, გაემართნენ ზუგდიდის პოლიციის სამმართველოსკენ. ისინი ითხოვდნენ სამმართველოს ხელმძღვანელთან ირაკლი ფაცაციასთან შეხვედრას.

ზუგდიდის პოლიციის უფროსი ირაკლი ფაცაცია სამმართველოს შენობის შესასვლელ ჭიშკართან გამოვიდა და გაესაუბრა ენმ-ის ლიდერებს. ირაკლი ფაცაციას განმარტებით, მან კანონის ფარგლებში იმოქმედა და სამართალდამცველები ადგილზე გავიდნენ მას შემდეგ, რაც შეტყობინება მიიღეს. მან აღნიშნა, რომ პოლიციამ გააკეთა ყველაფერი უსაფრთხოების დასაცავად.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!