ჯიხაშკარში სანთლის შუქზე გაიხსნა საარჩევნო უბნები


ჯიხაშკარის 79- ე  და 108- ე უბნებზე ამ დილით, 22 ოქტომბერს, განმეორებითი არჩევნებისათვის კომისიის წევრებს სანთლის შუქზე მოუწიათ უბნების გახსნა. 8 საათისთვის უკვე შუქი მოვიდა. 79-ე საარჩევნო უბნის კომიისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ მირცხულავამ  “ზუგდიდელებს” უთხრა, რომ უბანში ყველაფერი წესრიგშია

  და უკვე მიიღეს პირველი ამომრჩევლები. როგორც შეინიშნებოდა უბანში სიწყნარე იყო, მობილიზირებული იყო პოლიცია, რადგან 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების დღეს ჯიხაშკარის უბნები სერიოზული ხმაურითა და კანონსაწინააღმდეგო ფაქტებით გამოირჩეოდა, სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ ცესკომ ამ უბნებში განმეორებითი არჩევნები დანიშნა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=7jtvt9hE8CU[/embedyt]

“ზუგდიდელებს” აქვს ინფორმაცია, რომ ამ წუთებში მშვიდად მიმდინარეობს არჩევნები განმუხურის უბანში. როგორც საოლქო სარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა “ზუგდიდელებთან” საუბარში განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტის ამ უბნებზე დღეს ჩატარებული განმეორებითი არჩევნები გადაწყვეტს დაინიშნება თუ არა მეორე ტური თემში, თუმცა ამას  უარყოფენ “ნაციონალები”, რომლებიც ამბობენ, რომ არჩევნები ჩაიშალა ამ უბნებში, სწორედ იმიტომ, რომ მათ ქონდათ სერიოზული უპირატესობები და არ აპირებენ არცერთი ხმის დათბობას.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!