“ახალი სახეები” “სარკმელის” “გულების ოთახში”


დღეს, ზუგდიდის  მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლის ბავშვთა ორგანიზაციამ „ოდაბადე”, პროექტის, „ახალი სახეების’’  მორიგი შეხვედრა გაიმართა  სასახლის ნორჩ ჟურნალისტთა კლუბის “ახალი “სარკმელის” “გულების ოთახში”. ამჯერად, პროექტში,  „ახალი “სარკმელის’’ ორმა წევრმა მიიღო მონაწილეობა.
ესენი იყვნენ, მერვე საჯარო სკოლის მე -10 კლასის მოსწავლე ნანა ქირია და პირველი საჯარო სკოლის მე -10 კლასის მოსწავლე  მარიამ ქარცხია. მათ, შეკრებილ საზოგადოებას  წაუკითხეს თავიანთი შემოქმედებიდან ლექსები.

შეხვედრას უძღვებოდა პირველი საჯარო სკოლის მე -9 კლასის მოსწავლე მზია კაშია, რომელმაც ისაუბრა პროექტის შესახებ. პროექტის კოორდინატორის მედეა თორიას თქმით, პარალელურად, მიმდინარეობს  ამავე სახელწოდებით კრებულის მესამე ნომრის გამოცემის სამზადისიც. თანამშრომლობა გაგრძელდება სამხატვრო სკოლასთან, სამხატვრო სკოლის მოსწავლეები ილუსტრირებას გაუკეთებენ საუკეთესო ნაწარმოებებს და საჩუქრად მესამე კრებულსაც მიიღებენ ზუგდიდელი ახალგაზრდები.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=pKp5Xj0b9-g[/embedyt]

შეხვედრის ბოლოს, მოწვეულმა სტუმრებმა “გულების ოთახის”„ფრაზების კედელზე“ საყვარელი გამონათქვამები და ავტოგრაფები დატოვეს.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!