ჯანმო – გასულ კვირას მსოფლიოში გამოვლენილი კოვიდინფიცირების შემთხვევების თითქმის ნახევარი ევროპაზე მოდის


  • გასულ კვირას მსოფლიოში გამოვლენილი კოვიდინფიცირების შემთხვევების 46% ევროპაზე მოდის, – „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ.

აღსანიშნავია, რომ ევროპის რეგიონში გასულ კვირაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით 10%-ით შემცირდა, რასაც ორგანიზაციაში საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური ზომების გამკაცრებით ხსნიან. რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, ევროპაში გასული კვირის განმავლობაში კოვიდ 19-ს წინა კვირასთან შედარებით 29 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შემთხვევების ყველაზე მკვეთრი, 30 %-იანი ზრდა ავსტრიაში დაფიქსირდა, ერთ სულ მოსახლეზე გარდაცვლილთა რაოდენობით კი (129 დაღუპული ყოველ 100 000 მოსახლეზე) მსოფლიოში ბელგია ლიდერობს.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!