ჯანმო-ავღანეთში ერთ მილიონ ბავშვს შიმშილის გამო, სიკვდილის საფრთხე ემუქრება


  • ავღანეთში ერთ მილიონ ბავშვს შიმშილის გამო, სიკვდილის საფრთხე ემუქრება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ჯანდაცვის მსოფლი ორგანიზაციის პრესსპიკერმა, მარგარეტ ჰარისმა განაცხადა, მიმდინარე წლის ბოლოსთვის ავღანეთში საკვების დეფიციტის გამო, შიმშილი 3,2 მილიონ ბავშვს ემუქრება, მათგან ერთი მილიონის სიცოცხლე კი საფრთხის წინაშეა.

„ეს არის მძიმე ბრძოლა, რადგან შიმშილი იპყრობს ქვეყანას. მსოფლიომ არ უნდა შეაქციოს ზურგი ავღანეთს“, – განაცხადა მარგარეტ ჰარისმა.

შეგახსენებთ, რომ „თალიბანის“ მიერ ავღანეთზე კონტროლის დამყარების შემდგომ ავღანეთში ჰუმანიტარული მდგომარეობა გამწვავდა და გაერო-ს ცნობით, ქვეყანა ამჟამად ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!