ხელნაკეთი ნივთების გამოფენა


დღეს, არტგალერეაში, ახალგაზრდულმა ჯგუფმა ლაშა შარაშენიძემ, ბაია ემხვარმა და ირაკლი ჯიქიამ, თავიანთი ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა მოაწყვეს. დამთვალიერებს შესაძლებლობა ჰქონდათ ექსპონატის სახით წარმოდგენილი ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვებისგან დამზადებული სამკაულები დაეთვალიერებინათ. ასევე წარმოდგენილი იყო ორიგინალური სანთლები, რომელიც დამზადებულია პარაფინისაგან და თაფლის სანთლისგან. სამომავლოდ, ეს ახალგაზრდები აპირებენ ზუგდიდში გახსნან ხელთნაკეთი ნივთების მაღაზია. “ეს იდეა ერთ-ერთ მეგობრულ შეხვედრაზე გაგვიჩნდა. ის, რაც დღეს თქვენ აქ იხილეთ, ჩვენი 5 თვის ნამუშევარია. მომავალში, ჩვენ გვინდა ჩვენი თანამოაზრეების რიცხვი გავზარდოთ და ზუგდიდელებს შევსთავაზოთ მათი ნახელავი, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება საზღვარგარეთულ ნაწარმს. ამაჯამად, მიმდინარეობს ფართის მოძიება ხელთნაკეთი ნივთების მაღაზიისათვის. გარემო იქნება მყუდრო და კომფორტული, ფასები კი, ხელმისაწვდომი ყველასთვის”-აღნიშნა ჩვენთან საუბარში ერთ-ერთმა შემოქმედმა ირაკლი ჯიქიამ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!