საია მოქალაქეთა საჭირბოროტო საკითხებზე


დღეს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისმა შეხვედრა გამართა, სადაც შეხვედრის მონაწილეებმა  ისაუბრეს დევნილთა საკითხებზე, მათი საცხოვრებელი ფართების პრივატიზებაზე, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გამოვლენილ ფაქტებზე, გენდერულ საკითხებზე, დასაქმებულთა და დამსაქმებელთა შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შრომით უფლებებზე. საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ნინო ხუხუამ ისაუბრა  სააფთიაქო შენობაში განთავსებულ დევნილთა საცხოვრებელ პირობებზე. მისი თქმით, შენობა ცუდ მდგომარეობაშია, კედლებზე წყალი ჩამოდის და ნესტია. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს მიწის საკუთრების უფლებაზე. ნინო ხუხუას თქმით, ეს საკითხი დღეს მწვავედ  დგას  ხაიშისა და ანაკლიის ტერიტორიულ ერთეულებში. ამ საკითხთან დაკავშირებით, მოგვმართავენ ბენეფიციარები, მათი თქმით, მიწები რეგისტრირებულია სახელმწიფოს სახელზე, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული მიწების გადაფორმება ხდება კერძო სუბიექტის სახელზე, მსგავს სიტუაციებში  საჯარო რეესტრი ვალდებულია  საფუძვლიანი  ადმინისტრაციული წარმოება ჩაატაროს. ასევე,მნიშვნელოვანია განისაზღვროს  კანონიერად არის თუ არა  სახელმწიფოს  მიერ  დაკისრებული  ის მიწები, რომლებსაც წლების  განმავლობაში ფლობდნენ კერძო პირები.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!