ხარჩილავა საკრებულოში ინიციატივით გამოდის


ზუგდიდის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ხარჩილავა, ზუგდიდის ერთ ერთ ქუჩაზე  აგვისტოს ომში დაღუპული გიორგი ანწუხელიძის სახელის დარქმევის ინიციატივით გამოდის. აღნიშნული გადაწყვეტილება მან საკრებულოს სხდომაზე გააჟღერა.

[embedyt] http://www.youtube.com/embed?listType=playlist&list=UUla4wAFdWGSALhdLOHbAXsQ[/embedyt]თენგიზ ხარჩილავას თქმით, ზუგდიდში უნდა არსებობდეს კინორეჟისორის და მწერლის გოდერძი ჩოხელის ქუჩაც, ასევე,  პედაგოგის ირაკლი ჟვანიას სახელობის ქუჩაც, რომელიც ეროვნული მოძრაობის წევრი იყო.