დილით, სოფელ ჭკადუაშის მოსახლეობამ ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა. ადგილობრივები სოფელში გზის რეაბილიტაციას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას პრობლემის მოგვარების თხოვნით. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები, რომლებმაც აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცეს და სავალი ნაწილიდან გადაიყვანეს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის “ზუგდიდელებს” უთხრა, რომ ცენტრალური გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. “ითხოვენ შიდა გზების რეაბილიტაციას (მოხრეშვა), რომელიც უახლოეს დღეებში დაიწყება. ეს ისედაც გეგმაში იყო”.