- 55 წლის ასაკში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გია ხარჩილავა გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა.
ინფორმაციისთვის: გია ხარჩილავა მერის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა. 2006-2010 წლებში კი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იყო.