ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, მერიის დარბაზში მოსწავლეებისა და სტუდენტების მონაწილეობით, კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის თემა ძველი ზუგდიდი და ევროპული ღირებულებები გახლდათ. თვრამეტმა მონაწილემ კონფერენციაზე თვრამეტი ნაშრომი წარმოადგინა, რომელსაც კომპეტენტური ჟიური შეაფასებს და გამარჯვებულებს გამოავლენს.
გამარჯვებულები 18 აპრილს, ძეგლთა დაცვის საერთაშორისო დღეს საზეიმოდ დაჯილდოვდებიან.