მოსახლეობა ვარაუდობს, რომ სასმელმა წყალმა მოწამლა


სიცხე, დიარეა, გულის რევის შეგრძნება-ეს ის სიმპტომებია რა ჩივილითაც ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე დევნილთა ჩასახლებაში რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მიმართა  ინფექციურ საავადმყოფოს. მათი ნაწილი ექიმებთან კონსულტაციის გავლის შედეგად სახლებში გადიან მკურნალობას, ნაწილი კი ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

თაბუკაშვილის ჩასახლებაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის და დევნილთა პოლიკლინიკის წარმომადგენლები, ეპიდემიოლოგები, ინფექციონისტები იმყოფებოდნენ. ადგილზე ვითარებას გაეცნო ქალაქ ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახური. როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ უთხრა “ზუგდიდელებს” , რამდენიმე საათში გახდება ცნობილი თუ რამ გამოიწვია მოსახლეობის მოწამვლა.

მოსახლეობა კი ვარაუდობს, რომ მათი მოწამვლა სასმელმა წყალმა გამოიწვია


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!