უპატრონო ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეს, რომელიც ყოველწლიურად, 2011 წლიდან 4 აპრილს აღინიშნება,ზუგდიდიც შეუერთდა. ამ დღესთან დაკავშირებით, შადრევანთან ზუგდიდელმა აქტიურმა ახალგაზრდებმა მშვიადობიანი საპროტესტო აქცია გამართეს.აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ეს დღე უპატრონო ქუჩის ცხოველების თანაგრძნობის, მზრუნველობისა და დახმარების დღეა. ჩვენც ამ დღეს ერთად უნდა შევიკრიბოთ და მათზე მზრუნველობა გამოვიჩინოთ! ისინი მოუწოდებენ, მათ ვინც სასტიკი მეთოდებით ცდილობს ქუჩის ცხოველების პრობლემების მოგვარებას, შეცვალონ მიდგომები.
აქციის ერთ ერთი მონაწილის ეგნატე შამუგიას თქმით, მუნიციპლიტეტმა და ადგილობრივმა თვითმმართველობამ არსებული მიდგომები უნდა შეცვალოს და მათი პრობლემის მოგვარება ისე უნდა მოხდეს, რომ მათი უფლებები არ დაირღვეს. ეგნატე შამუგია ამბობს, რომ “გასულ წლებში მუნიციპალიტეტს სასტიკი პრაქტიკა გააჩნდა ამ პრობლემის მიმართ, მაგრამ წინ გადადგმული ნაბიჯები გვაქვს, რომელიც 2016 წელს შეიცვალა”.