ისევ უფასო სასადილოზე (ფოტო+ვიდეო)


ზუგდიდელები.გე ადრე წერდა, უფასო სასადილოში არსებულ მდგომარეობაზე  და ბენეფიციარების პრეტენზიებზე. ნაწილი ბენეფიციარებისა კამერებთან ღიად საუბრობდნენ სასადილოში არსებულ ხარვეზებზე და დარღვევებზე, აპროტესტებდნენ,სურსათის უხარისხობას და პრეტენზიები  ქონდათ  ტენდერში გამარჯვებული კომპანიის  ხელმძღვანელობასთან,- არ ვიცნობთ, გვიან დადიან სამსახურში, თავს გვარიდებენო. ბენეფიცარები ამბობდნენ, რომ ყოველდღიური ულუფა, რომელსაც  მიირთმევენ, უხარისხოა, საკვების გემო არა ქვს  და საჭირო ინგრედიენტებს არ შეიცავსო. ითხოვნდენ  ჰიგიენური ნორმების დაცვას. ნაწილი ბენეფიციარებისა, ჩვენთან, პირად საუბრებში აღნიშნავდნენ, რომ, სასადილოში მომსახურების ხარისხით, ბევრია უკმაყოფილო, მაგრამ ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს, ეშინიათ, ისიც არ დავკარგოთ რასაც გვაძლევენო. ისინი ითხოვდნენ  შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები  მოსულიყვნენ ადგილზე და დაინტერესებულიყვნენ  არსებული სიტუაციით.

ზუგდიდელები.გე  ისევ ესტუმრა უფასო სასადილოს და შეხვდა  ბენეფიციარებს. ისინი ამბობენ, რომ დროის პრობლემა, რომელიც მათ აწუხებდათ უკვე მოგვარებულია, ხელმძღვანელობამ  გაითვალისწინა მათი მდგომარეობა და ახლა სასადილოს კარები მათთვის 12 სთ-ზე იღება და სურსათის გაცემა 2 საათამდე გრძელდება. რაც შეეხება, სურსათის ხარისხიანობას, მეტ ნაკლებად გამოსწორებულია. ერთ ერთმა ბენეფიციარმა, რომელიც ადგილზე  მიირთმევდა თავის ულუფას  და  რომელმაც არ ისურვა ფოტოსა და ვიდეოს გადაღება, ჩვენთან პირად საუბარში აღნიშნა: „დააკვირდით ლობიოს რას გავს, შემადგენლობაზე ხომ არაფერს ვამბობ. აქ მიღებულმა საკვებმა კუჭ -ნაწლავი გამინადგურა და თითქმის ყველანი სამკურნალოები გაგვხადა. თქვენც ხომ ხედავთ პური რა მცირე რაოდენობითაა, ნახევარს გვაძლევენ, რომელიც პატარა ბავშვსაც არ გააძღობს. მე რატომ უნდა ვილაპარაკო, არიან სხვებიც და ანალოგიურს ისინიც გეტყვიან.’’

ბენეფიციარ ლუარა ქირიას თქმით, სასადილოში აუცილებელია იყოს წნევის აპარატი და პირველადი სამედიცინო მომსახურების მედიკამენტები. “მინდა მივმართო ხელმძღვანელობას, კომპეტენტურ ადამიანებს. ეს ჩვენი ერთობლივი  მოთხოვნაა და აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ”.

ბენეფიციარმა  აბესალომ მებონიამ, რომელიც ადგილზე მიირთმევდა ულუფას, ფოტოს გადაღებაზე უარი გვითხრა, მაგრამ მადლობა  გადაუხადა ადამინისტრაციას. “ესენი რომ არ ყოფილიყვნენ დღეს, შიმშილით მოკვდებოდი და მე არანაირი პრეტენზიები არ გამაჩნია. პირიქით, მადლობას ვეუბნები თითოეულ მათგანს”.

ბენეფიციარ  გია აბლოთიას, სასადილოში არსებული მდგომარეობა მოსწონს, ის შვიდი წელიწადია რაც აქ ირიცხება. ითხოვს პურის მომატებას.

სამ წელიწადზე მეტია რაც უფასო სასადილოში დადის ნესტან საქანია, მისი თქმით, “ოჯახს სხვა შემოსავალი არ გააჩნია, მეუღლე დევნილია და ავადმყოფობს“.

ბენეფიციარი აკაკი დარასელია ორი წელიწადია ყოველდღიურად დადის ბორჯომის ქუჩიდან და საკვები მიაქვს სახლში, მისი თქმით, “საკვების ხარისხი მეტნაკლებად გამოსწორდა, მაგრამ ადამიანური სითბო და ყურადღება წინა ხელმძღვანელობიდან რომ იყო ისეთი ახლა არ არის”.

ბენეფიციარი ციალა გულორდავა ამბობს, რომ ინვალიდია და შვილიც ინვალიდი ყავს, ის პურის დამატებას ითხოვს.

მაყვალა მებონია 8 თვეა რაც უფასო სასადილოს ბენეფიციარია, საკვები სახლში მიაქვს. მას პრეტენზიები აქვს მზარეულთან, მისი თქმით, საკვები უხარისხოდ მზადდება  და ჰიგიენური ნორმები სათანადოდ დაცული არ არის. მას პრეტენზიები აქვს სასადილოს მზარეულთან. გუშინ წაღებულ კისელში თმა აღმოაჩინა, და თევზს სუნი ქონდა. ჩვენთან საუბარში მან აღნიშნა, რომ მერს მიღებიის დღეებში შეხვდება და საკვების ატანას აპირებს. “ნახოს, გასინჯოს, იჭმევა თუ არა.

ბენეფიციარის ბრალდებებს მზარეული გულნარა ჯალაღონია პასუხობს: ” ჩვენთან მონიტორინგის ჯგუფი კვირაში ერთხელ მოდის და ამოწმებს სურსათის ხარისხიანობას და ჰიგიენურ ნორმებს. მათ ჩვენი მუშაობა დადებითად შეაფასეს. თქვენც  გასინჯეთ, ნახეთ და შეამოწმეთ ყველაფერი. ქალბატონი მაყვალა ჩვენი მომსახურბით კმაყოფილი იყო და  დღეს რა დაემართა არ ვიცი. როცა მონიტორინგის ჯგუფი შესამოწმებლად მოდის, მაშინ რატომ არაფერს ამბობენ? რაც შეეხება პურს, ნახევარი თუ ეკუთვნით  ვაძლევთ ყველას თითოს. გამოვიდნენ და თქვან ვის მივეცი ნახევარი პური. მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები პროვოცირებულები არიან”.

სასადილოში ყოფნის დროს ჩვენ დაგვიკავშირდა ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ხელმძღვანელი ნატო მეფარიშვილი. მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ “ახალი  პროდუქტებით სასადილო ყოველ მეორე დღე მარაგდება. რაც შეეხება  ხარისხს, ჩვენ ყველაფერს სუფთად და ბლომად, ვაკეთებთ”.

ეკა ფარულავა

 

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!