- ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ 20:00 საათის მონაცემებით არჩევნებში მონაწილეობა 1 815 767-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51,92%-ია.
მისი ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, 366 საჩივარი დაიწერა, რაც პროცედურულ დარღვევებს ეხება და ადმინისტრაციის თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობაა მოთხოვნილი.