რიკოთის ერთ-ერთ მონაკვეთზე მიწის მასა ჩამოიშალა


  • საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის ერთ-ერთ მონაკვეთზე მოძრაობა დროებით მხოლოდ ტრაილერებისთვის აიკრძალა.

რიკოთის ერთ-ერთ მონაკვეთზე მიწის მასის ჩამოშლის გამო, მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით მხოლოდ ერთ ზოლზე მიმდინარეობს. ტრაილერებისთვის მოძრაობა დროებით, გზის გაწმენდითის სამუშაოების დასრულებამდე, აიკრძალა.

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 155 -ე კილომეტრთან (რიკოთის მონაკვეთი), გზის მიმდებარე ფერდზე ჩამოიშალა მიწის ნაწილი, რის გამოც ნაწილობრივ ჩაიკეტა საავტომობილო გზის სავალი ნაწილი.

საავტომობილო მიმოსვლის უმოკლეს დროში აღდგენის მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამებტმა გზის გაწმენდითი სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყო, რაც ამ დრომდე აქტიურად გრძელდება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!