“ჩაგეფუშათ, თუ ჩაფუშეთ?”


ზუგდიდის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, დიდთოვლობასთან დაკავშირებით შექმნილი საგანგებო შტაბის შექმნის შესახებ და კონკრეტულად განმარტა “ყინულის სახლში” შექმნილი მდგომარეობა. რომ “განსაკუთრებით რთული ვითარება შეიქმნა ქალაქის ყინულის სასახლესთან…სადაც გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. სასახლის ნგრევის თავიდან ასაცილებლად მიღებულ იქნა შენობის ხელოვნირად დაშვების ( ჩაფუშვის) გადაწყვეტილება”.  

მერიის ამ განცხადებას პასუხად მოჰყვა ქ. ზუგდიდის საკრებულოს  წევრია, ფრაქცია ” ნაციონალების” წარმომადგენლია ანი წითლიძის გამოხმაურება ფეისბუქის მის საკუთარ გვერდზე, სადაც დეპუტატი კითხვას სხვამს “ყინულის მოედანი როდის ჩაგეფუშათ ამ შტაბის შექმნამდე და შექმნის შემდეგ?”  და იქვე თავად პასუხობს: “აი, მართლა რა უნიათოები უნდა იყოთ რა, ერთი კვირა თოვლზე გაფრთხილებდნენ და გათბობის ჩართვა დაგავიწყდეთ…”

იმედია, მერიის შესაბამისი სამსახურები დადებენ ექსპერტის დასკვნას ვისი მიზეზით მოხდა ყინულის სახლის ჩაფუშვა, ეს მოხდა უყურადღებობით, თუ გამოუვალი მდგომარეობით, თავიდან აცილებულიყო საფრთხე.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!