ქ.ზუგდიდის მერიის ცხელი ხაზი 591 445312


ქ.ზუგდიდის მერიის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დიდთოვლობის გამო,  მერიისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურები დღე -ღამის განმავლობში ახორციელებდნენ გზის გაწმენდით სამუშაოებს. გზებზე დაიყარა ტექნიკური მარილი. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ამ წუთებში გაწმენდითი სამუშაოები და ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე ოპერატიული რეაგირება. განსაკუთრებით რთული ვითარება შეიქმნა ქალაქის ყინულის სასახლესთან, სადაც გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. სასახლის ნგრევის თავიდან ასაცილებლად მიღებულ იქნა შენობის ხელოვნირად დაშვების ( ჩაფუშვის) გადაწყვეტილება.
მერიაში მუშაობს საგანგებო შტაბი. ამოქმედებულია ცხელი ხაზი. მერია მოსახლეობას მიმართავს თხოვნით, გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში დარეკონ ცხელ ხაზზე 591 445312


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!