- შოვში, სტიქიის ზონაში, მდინარის კალაპოტში, კვლავ გრძელდება სამძებრო სამუშაოები.
მდინარეში მძიმე ტექნიკაა შეყვანილი. ძებნის არეალი ამბროლაურამდე არის გაფართოებული.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის, მაშველების მიერ სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 27 ცხედარი და საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს 6 პირთან დაკავშირებით.