რა მისწერა დეკანოზმა დავით ფიფიამ ზვიად გამსახურდიას


  • ზურაბ კვარაცხელია, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, თავის გვერდზე ასაჯაროებს წერილს, რომელიც თავის დროზე, დეკანოზმა დავით ფიფიამ, ილორის ეკლესიის წინამძღვარმა, მისწერა საქართველოს პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას.

“თქვენი გეგმა დამოუკიდელობისა – ეს დიდი საქმეა, მაგრამ დიდად სახიფათო საქმეცაა, იმიტომ, რომ აუცილებლად ხელს შეუწყობს მსოფლიოში მუსლიმანთა ნატვრას დაიქცეს საქრისტიანო, დაიშალოს, დასუსტდეს და მერე იოლად დაიმორჩილოს, ე. ი. პრაქტიკულად ქრისტიანობას (მართლმადიდებლობას) დაღუპვით ემუქრება და შესაძლებელია საქართველოსთვის საბედისწერო აღმოჩნდეს. ცხრა აპრილის მესამე დღეს, მომეცა ჩვენება – ავფრინდი ზეცად და დავდექი ზეცის ტრაპეზის წინაშე. ჩემს წინ იდგა წმინდა ტრაპეზი, ჩემს მარცხნივ მთავარანგელოზი და მითხრა ბრძანების კილოთი: აი, კავკასია! აი, საქართველო! ტრაპეზზე იდო კოლოფი დამწვარი, მთლიანად შავი, წინა და უკანა გვერდები ამოჭრილი. კოლოფი იყო ცარიელი და დანახშირებული – ჩვენება იყო ცნობად, რომ დამოუკიდებელი საქართველო დაიწვება როგორც სანთელი და წარიწყმინდება როგორც ერი, ისე ბერიც.

თქვენი პირველი პლატფორმა იყო და არის ბრძნული და კეთილი, მაგრამ სამწუხაროა, რომ თქვენ აღარ მოგეცათ მისი გატარების საშუალება. თქვენს გვერდით აღმოჩნდნენ ხელის შემშლელები, თორემ აგრე აღარ გამწვავდებოდა საქართველოს საქმე და ბედი. მაპატიეთ, მაგრამ უნდა მოგახსენოთ, თქვენ თუ ვერ შესძლებთ საქართველოსა და რუსეთს შორის ნორმალური დამოკიდებულების აღდგენას, საქართველო ნამდვილად დაიღუპება. აი, ეს ჩვენება იმიტომ მომეცა, რომ მეთქვა და არ დამემალა თქვენთვის. ბევრჯერ მოვინდომე, მაგრამ ვერ მეყო გამბედაობა თქვენთვის დღემდე მომეწერა ეგე საქმე ყოველი. მე ვვედრი უფალს, ღმერთსა ჩვენსა და დედა მშობელსა, საქართველოს საქმე გადაწყდეს ჩვენდა საბედნიეროდ, ისე, როგორც ეს მაღალ ღმერთს გაეხარდება. ვინატრით, ღვთის მადლით, ყოველივე კარგად გაკეთდეს და საქართველო გადარჩეს”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!