შოვი, 13 აგვისტო – ტრაგედიიდან მე-11 დღე


  • რა ვიცით #შოვის ტრაგედიიდან 11 დღის შემდეგ, 13 აგვისტოს 11:30 საათისთვის? – ჟურნალისტი ლაშა ბერულავა, პირველივე წუთებიდან, თვალ-ყურს მიადევნებს შოვის ტრაგედიის შედეგებს. “ზუგდიდელები” გთავაზობთ მის პოსტს საკუთარი გვერდიდან.

⚫ გუშინდელი საღამოს შემდეგ შეიძლება შეიცვალოს უკვე ნაპოვნი ცხედრების რიცხვი, ეს დამოკიდებულია ბოლო საათებში სამძებრო სამუშაოების შედეგების ანალიზზე, კერძოდ, ექსპერტიზამ და დნმ-მა უნდა დაადგინოს, ერთი და იგივე ადამიანის ცხედარია ნაპოვნი სხვადასხვა დროს თუ სხვა დაღუპულის (თავს ვარიდებ ნატურალურ-დეტალურ აღწერას, მიმხვედრი მიხვდება, რატომ გამოდის წინადადება გაუმართავი, მგონი, ასე სჯობს).

⚫გაიზარდა იდენტიფიცირებულთა რიცხვი – ოჯახმა სოფო ბაკურაძის ცხედარი ამოიცნო და ის სახლში გადაასვენეს. ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია 24-დან 21 ცხედარი.

⚫ ანსამბლ “ბუბას” სოლისტის გენადი სულთანიშვილის პანაშვიდი ონის კულტურის სახლში დღეს გაიმართება.

? ძებნის არეალი 50 კმ-ს გასცდა, სამხედროებისგან და სამაშველო ჯგუფებისგან შემდგარი 18 ჯგუფი მორიგეობს და ეძებს დაკარგულებს მდინარეების კალაპოტის მიმდებარედ, ასევე რიონის ხეობაში მოძრაობენ ნავები, კოტეჟებისა და მჟავე წყლების მიმდებარედ მუშაობს მძიმე ტექნიკა, ყველაზე მეტი ცხედარი კოტეჯების მიმდებარედაა ნაპოვნი.

?11-12 აგვისტოს ღამით მდინარე ჭანჭახის კალაპოტში, სამუშაოების მიმდინარეობისას, წარმოიშვა ქვათაცვენა, რის გამოც ღამით დროებით შეწყდა სამძებრო სამუშაოები, დილით ადრე კი ვერტმფრენით ჭანჭახის სათავისკენ ასულმა გეოლოგებმა პერიმეტრი დაათვალიერეს, დამატებით ავიდა ქვეითად გეოლოგთა ჯგუფი და გაირკვა, რომ ქვათაცვენა სტიქიის ჩავლილი შემოტევის თანმდევი იყო და დამატებით საფრთხეს არ შეიცავდა, რის შემდეგაც სამუშაოები განახლდა.

? რომ შევაჯამოთ, ექსპერტიზის შედეგებამდელი სიტუაცია დღეს ასეთია:

? 24 დაღუპული;

? 21 იდენტიფიცირებული;

? ბოლოს იდენტიფიცირებული არიან სოფო ბაკურაძე და ლუკას ძმა ანდრია ;

? 9 ადამიანი იძებნება, მათ შორის სამი (ზაზა მესხი და მისი სამი შვილი) ერთი ოჯახიდანაა, ამ 9 მოსაძებნთა შორის კი სულ 4 ბავშვია (შესაძლოა, დაზუსტებას საჭიროებდეს).


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!