საქართველოს სახალხო დამცველის ზუგდიდის ოფისში გაიმართა სპეციალური ანგარიშების პრეზენტაცია იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. შეხვედრაზე სახალხო დამცველის მრჩეველმა მედეა ტურაშვილმა ისაუბრა გამყოფი ხაზის მცხოვრები მოსახლეობის უფლებებზე.
მისი შეფასებით, 2016 წელი იყო სტაბილურად მძიმე ადგილობრივი მოსახლეობისთვის. პრობლემაა შემოსავლის მიღება, რადგან მისი განმარტებით, ბევრმა დაკარგა მიწები. მეორე პრობლემა არის უსაფრთხოება, გადაადგილება ისევ რჩება სერიოზულ პრობლემად. სახალხო დამცველის მრჩეველმა ჟურნალისტებთან გაიხსენა 2016 წელი, როცა გამყოფ ხაზთან დაფიქსირდა მკვლელობის, გაუჩინარების, და გრძელვადიანი დაპატიმრების ფაქტები, რაც მისი აზრით ამძიმებს უსაფრთხოების პრობლემას რეგიონში. „რაც შეეხება რეკომენდაციებს, ძირითადად, ეხება სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ადგილობრივი მოსახლეობისათვის, მათ შორის სამეწარმეო და სასოფლო სამეურნეო საქმიანობის წახალისების მიზნით სპეციფიური პროგრამების შემუშავებას ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ინფრასტრუქტურულ რეაბილიტაციას სოფლებში, ჯანდაცვის და განათლების სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ადგილობრივი თემებისათვის“.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=9_fh-2GVAx0[/embedyt]
სახალხო დამცველის აპარატის მთავარმა მრჩეველმა იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების საკითხებში მერიკო კოჭლამაზაშვილმა აღნიშნა, განსახლების პროცესში სამინისტრომ პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს მძიმე ობიექტში მცხოვრებ დევნილებს. პრეზენტაციის მსვლელობისას, მან ასევე, ისაუბრა სამხარეულის ექსპერტიზის დასკვანზე, დევნილთათვის გრძელვადიანი საცხოვრებელის გამოყოფაზე. მისი თქმით, დევნილთა საკითხები გასაუმჯობესებელია, თუმცა მისი აზრით, დევნილთა მიმართულებით, 2016 წლის განმავლობაში, არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, რაც მისი შეფასებით პოზიტიურია.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=u1uDgSb1-dc[/embedyt]