მოვაჭრეები გარემოვაჭრეების წინააღმდეგ


დღეს დილით, გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით, შ.პ.ს. „სანაპიროს“ ბაზრობის მოვაჭრეებმა აქცია გამართეს. მათ, რამდენიმე წუთის განმავლობაში, შიდა საავტომობილო გზაც გადაკეტეს. ადგილზე მობილიზირებული იყო სამართალდამცავები.

მოვაჭრეები ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა პირად საუბარში ამბობენ, რომ მათთან საქონლის შესაძენად არავინ შედის და ხელს უშლიან გარემოვაჭრეები. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამხელა, გვითხრა, რომ მერიას სამი თვის წინ მიმართეს, რომ აეკრძალა გარევაჭრობა, რაზეც დადებითი პასუხი მიიღეს. „მივმართავთ ქალაქის მერს, ბატონ ირაკლი გოგოხიას, დაუყონებლივ იქნას ჩვენი მოთხოვნა შესრულებული, კანონიერად ვითხოვთ გარევაჭრობის აკრძალვას.“[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=LnVxIDdeaj0[/embedyt]

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მერიაში აცხადებენ, რომ  გარევაჭრობა კანონით იკრძალება და ქალაქი ზუგდიდი გამონაკლისი ამ მხრივ არ იქნება, თუმცა როდის მოხდება ეს, თარიღის დაკონკრეტებისაგან თავს იკავებენ.

მოვაჭრეები ამბობენ, თუ მათი მოთხოვნა არ იქნა შესრულებული, პერმანენტულ აქციებს გამართავენ და გზას გადაკეტავენ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!