დღეს, ბიზნესგაერთიანება “საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის” ორგანიზებით და მერიის მხარდაჭერით, ზუგდიდის ტექნოპარკში, ადგილობრივ საშუალო და მცირე მეწარმეებისთვის სემინარ-ტრენინგი ჩაატარა მსოფლიო ბანკის საერთაშორისო ექსპერტმა ალექსი ვოლინეტსმა.
ის შეხვედრის მონაწილეებს ესაუბრა ბიზნეს სიახლეებზე მსოფლიოში, სტარტაფებზე და არსებული ბიზნესის განვითარებაზე. შეხვედრაზე საქართველოს “დამსაქმებელთა ასოციაციის” ვიცე პრეზიდენტმა დანიელ გახარიამ ჟურნალისტებს აუხსნა დღევანდელი დღის მნიშვნელობა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=bFB9Pgc3lRo[/embedyt]
შეხვედრის მონაწილემ, მეწარმე ავთანდილ გაბუჩიამ აღნიშნა, რომ მათთვის პრობლემას წარმოადგენს ფინანსებთან ხელმისაწვდომობა. „ჩვენს საწარმოს ინვესტიცია სჭირდება გასაფართოვებლად, ახალი შესაძლებლობებით ბაზარში გასასვლელად, რადგან ევროპაში ჩვენს თაფლზე მოთხოვნაა, მსოფლიოში საუკეთესო თაფლი გვაქვს“.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=Q2BUxMUDUX0[/embedyt]
მერიის მოადგილის კობა ჯიქიას თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება კომპეტენციის ფარგლებში, მეწარმეებს მაქსიმალურად მხარში დაუდგება და ხელს შეუწყობს.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=hf3ZazsFfiQ[/embedyt]