კოლხური ბზის გამრავლებისთვის


კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთვრობო ორგანიზაციების ქსელმა “CENM”-მა გამოაცხადა კამპანია „საკუთარი კალმებით მოაწერე ხელი ბზის გადარჩენას“. კამპანიაში ჩაერთო ზუგდიდის მეორე, განმუხურის, კორცხელის, ინგირის, ორულუს და ნარაზენის საჯარო სკოლები.

კამპანიის ფარგლებში,  ექვსი სკოლის მოსწავლემ მოიძია ჯანმრთელი ბზის მცენარეები გასამრავლებლად და დღეს, რუხში, სპეციალურად მომზადებულ სუბსტრატში, კასეტებში მოხდა კალმების ჩარგვა შემდგომი დაფესვიანებისთვის. “CENN” ის რეგიონალურმა კოორდინატორმა სამეგრელო- ზემო სვანეთში მაია კოდუამ აღნიშნა, რომ კამპანიაში მონაწილეობას ღებულობენ  ის სკოლის გუნდები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ “სენის” მიერ გამოცხადებულ სასკოლო კონკურსში “ნიკო კეცხოველის პრემია 2018”-ში. მაია კოდუას ინფორმაციით, კალმები დაფესვიანების შემდეგ, გამწვანებისთვის გადაეცემა სკოლებს, მუნიციპალიტეტებს, ეკლესიებს. მისი თქმით, რუხში, მოწყობილია კოლხური ბზის საბაზისო სანერგე, სადაც 15 ათასი კალამია დაკალმებული და მიმდინარეობს დაფესვიანების პროცესი. „დღეს არსებული კანონმდებლობა არ გვაძლევს უფლებას, ტყის ფონდიდან თუნდაც, გამრავლების მიზნით, გამოვიტანოთ კოლხური ბზის კალმები. გამოტანის უფლება გააჩნია მხოლოდ ტყის მართველ ორგანოს, ეროვნულ სატყეო სააგენტოს და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კალმები, ნერგები დაბრუნებული იქნება ტყის ფონდში“- უთხრა ჟურნალისტებს კოდუამ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=alJeMAZNTnw[/embedyt]

მეორე საჯარო სკოლის მოსწავლემ კესო ფირცხელავამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აქ მოსვლით მოსწავლეებმა შეაგროვეს კოლხური ბზის ტოტები, რათა ხელი შეუწყონ კოლხური ბზის გამრავლებას.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!