დღეს, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, საქართველოს სამოციქულო მართმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის 100 წლისთავისა და პირველი ქართული რეფერენდუმისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგნენ ფილოლოგი, ეროვნულ სიძველეთა მკლევარი მანანა სოტკილავა და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მდივანი, ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძრის მღვდელი მამა დიმიტრი ვეკუა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=x32rB007o2c[/embedyt]
გამოსვლელებმა, ისაუბრეს დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი.
მანანა სოტკილავას აზრით, საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას ყოველთვის წინ უძღოდა ეკლესიის გაძლიერება და განახლება. „ასე მოხდა გასული საუკუნის დამდეგსაც, როდესაც ავტოკეფალიაწართმეულმა ქართულმა ეკლესიამ, მამულიშვილების ღვაწლით, აღიდგინა თავისი ავტოკეფალია, რომელსაც ძალიან მალე მოჰყვა საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოცხადება. ძალიან სიმბოლური გახლდათ ეს ყოველივე. მერე რა, რომ მალე დაიკარგა. მან თავისი მნიშვნელოვანი როლი მაინც შეასრულა’’.- აღნიშნა სოტკილავამ. მისი განმარტებით, სახელმწიფოებრივი და ქართული ავტოკეფალიის დამოუკიდებლობის აღდგენაში დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს კათალიკოს პატრიარქს.
დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა კულტურის, განათლების, სპორტის ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა ზამირა ღადუამ. „ჩვენ ნუ დავაშორებთ ერთმანეთს, ეკლესიას და ერს, სასულიერო სამყაროს, რამეთუ ჩვენ ერთად მეტი საქმის გაკეთება შეგვიძლია’’.- განაცხადა ღადუამ.