“გამოიწვიე ბედნიერება”


დღეს, ტექნოპარკში, საქართველოს მოხალისეების ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, საზოგადოებას გააცნეს  სოციალური კამპანია „გამოიწვიე ბედნიერება’’. რომელიც მიზნად ისახავს, 3 აპრილიდან 14 აპრილამდე, პროდუქტების შეგროვებას.  კამპანიის ფარგლებში, შეგროვილი პროდუქტი, მთლიანად მოხმარდება ახალკახათში სოციალურად დაუცველ ოჯახებს.

პრეზენტაციის მსვლელობისას, ,,საქართველოს მოხალისეები” გავიდნენ ფეისბუქის ლაივ ეთერში, სადაც, საზოგადოებას გააცნეს, მათი აქტივობის შესახებ. ახალკახათის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტმა და ,,საქართველოს მოხალისეების” ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენელმა ირაკლი ჯიქიამ აღნიშნა, “თუ თქვენ მოგივიდათ ფეისბუქღონისძიება ამ კამპანიით, ჩათვალეთ, რომ თქვენც ხართ გამოწვეული ჩვენს მიერ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გექნებათ სურვილი, პროდუქტი შემოგვწიროთ, ამ შემთხვევაში, ჩვენს ფეისბუქგვერდზე  მითითებულია ჩვენი საკონტაქტო ინფორმაცია, რომელზედაც შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ. ჩვენი მობილური ჯგუფი მოვა თქვენთან და გამოგართმევთ პროდუქტებს”.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=tKQg5zwjPaM[/embedyt]

შეხვედრაზე საქართველოს მოხალისეებმა გამოიწვიეს საჯარო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციის და მედიის წარმომადგენლები. „იმედი გვაქვს, რომ კამპანია იქნება მაშსტაბური და შედეგზე ორიენტირებული. კამპანიის ბოლო ეტაპი იქნება ახალკახათის ცენტრში დაახლოებით, 300 მდე კვერცხის მოხარშვა და ოჯახებთან გატანა.’’- განაცხადა ჟურნალისტებთან ირაკლი ჯიქიამ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!