ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკას დღეს კოკო გამსახურდია ესტუმრა და მამის, ზვიად გამსახურდიასადმი მიძღვნილი სამი გამოცემა გადასცა. იმავდროულად, ბიბლიოთეკაში შეკრებილ საზოგადოებასთან საუბარი წარმართა როგორც ზვიად გამსახურდიას ცხოვრებისა და შემოქმედების უცნობ დეტალებზე, ასევე, მისი სიკვდილის ბურუსით მოსილ ისტორიაზე თუმცა, ყოფილი ექსპრეზიდენტის შეხვედრაზე მყოფმა თანამოაზრეებმა კატეგორიულად უარჰყვეს მისი თვითმკვლელობა და რამდენჯერმე კონკრეტულად მიანიშნეს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის შემკვეთზეც და შემსრულებლებზეც. ,,ბოლოს და ბოლოს სიმართლე ხომ უნდა ითქვას”,- ასეთი იყო შეხვედრაზე მოსული ზუგდიდელების განწყობა. მათ კოკო გამსახურდიას ზვიად გამსახურდიას მკვლელობასთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკითხებზე თანამშრომლობაზე მზაობა შესთავაზეს.