- ყულიშკარში, წმინდა გიორგის ტაძრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. დაიგო ბეტონის საფარი. გზასთან ერთად მოეწყო სანიაღვრე არხები, ასევე, მიმდინარეობს სასაფლაოსთან დამაკავშირებელი გზის მოწყობა.
საავტომობილო გზის მოწყობის მეორე ეტაპი მიმდინარეობს ჯიხაშკარშიც, სობოგას უბანში. იგება ასფალტის საფარი. გზასთან ერთად ეწყობა სანიაღვრე არხები.
სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
ყულიშკარსა და ჯიხაშკარში მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, მოადგილეებთან და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.
ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.