ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კახათის ადმინისტრაციულ ერთეულში, საავტომობილო გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ეწყობა ასფალტის საფარი, ეზოებში შესასვლელები და სანიაღვრე სისტემა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამუშაოების ღირებულება 600 ათას ლარზე მეტია, ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხორციელდება. რეაბილიტირდება 1200-მეტრიანი მონაკვეთი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

11 − one =

Akismet ანტისპამი