- დღეს, საქართველოს უნივერსიტეტმა აბიტურიენტებსა და დაინტერესებულ პირებს ღია კარის დღეზე უმასპინძლა. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გამართულ ღია კარის დღეზე მოსულ დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდა მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს უნივერსიტეტის, სპეციალური შეთავაზებების, სტუდენტური ცხოვრებისა და ყველა რესურსის შესახებ, რაც საქართველოს უნივერსიტეტში დახვდება სტუდენტებს.
შეხვედრაზე გათამაშდა სპეციალური საჩუქრები.
ღია კარის დღეს ზუგდიდელ აბიტურიენტებთან ერთად, ფოთელი, ხობელი, სენაკელი აბიტურიენტებიც ესწრებოდნენ.
ღია კარის დღე ჩატარდა რეგულაციების სრული დაცვით.