- 5 მაისს, 19:00 საათზე, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი წარმოგიდგენთ სპექტაკლს, “ღამე მშვიდობისა დედა“.
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ინფორმაციით, სპექტაკლი ეძღვნება, იმ ურთიერთობებისგან მიღებულ ემოციებს, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებთან თანაცხოვრებისას გამოგვრჩა. იმას, რაც აღარასოდეს განმეორდება და სამუდამო სინანულის სამყაროში გამოიკეტება.