ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა კონკურს “ქართული კალიგრაფია-2019”-ის II ტურის ნამუშევრების შეფასება. კომპეტენტურმა ჟიურიმ (მღვდელი-მამა ილია სარია, გიგლა სულამანიძე-ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განათლების განყოფილების უფროსის მ/შ, ეკატერინე კიფაია-ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, მურმან დემურია-მხატვარი, რუსუდან შონია-ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების სასახლის დირექტორის მოადგილე, დიანა როგავა-ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი) შეაფასა მონაწილეთა ნამუშევარები სამ ასაკობრივ ჯგუფში. გამოვლინდნენ გამარჯვებულები და სხვადასხვა ნომინანტები. დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება 15 აპრილს.