საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, ქალაქის მერი ირაკლი გოგოხია საზოგადოების წინაშე საანგარიშო მოხსენებით წარსდგა,-მან 2016 წელს გაწეული საქმიანობა შეაჯამა. მერმა ისაუბრა ქალაქში განხორციელებულ და განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
მისი თქმით, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2016 წელი პოზიტიური შედეგებით დასრულდა. „აღსანიშავია, რომ 2016 წელს 2015 წელთან შედარებით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი შემოსავლების მოცულობა გაზრდილია ხუთი მილიონ 17ათასი ლარით. 2015 წელს იყო 22 მილიონ ასი ათასი ლარი, 2016 წელს, 27 მილიონ ასი ათასი ლარი. აღნიშნულმა გარემოებამ დადებითი გავლენა იქონია ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლებზე და ხარჯებზე’’.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=pR6DAVMBJZ0[/embedyt]
მერის ანგარიშს საინტერესოდ და მოცულობითად აფასებს საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი თოდუა. „ “ჩვენ მოვისმინეთ კრიტიკული შენიშვნები და რეკომენდაციები, მთლიანობაში საკრებულოს წევრებმა მერიის 2016 წლის საქმიანობა დადებითად შევაფასეთ”.- აღნიშნა მან.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=r9kwQeCnnE0[/embedyt]
მერის 2016 წლის შეფასებისას შეკითხვები ჰქონდა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრებს. დეპუტატ ანა წითლიძის თქმით, “მერის გამოსვლამ დატოვა ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს, ეს ადამიანი სხვა ქალაქიდანაა. მერის გადმოსახედიდან, ქალაქში მოგვარებულია ყველაფერი. მას შევუჯამეთ, როგორი იყო ერთი წელი, ამ ერთი წლის გასნმავლობაში ზუგდიდელები დგანან კორუფციული გარიგებების ტენდერების წინაშე, რომელიც არ იქნა მოგვარებული. მერსაც ჩვენ დავუსვით კითხვები, თუ რატომ იხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზუგდიდელების ფული მისი ნათესავების, ძმაკაცების კომპანიებზე, რომლებიც ტენდერებს იგებენ”.-აღნიშნა წითლიძემ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=DiW7-gMESxc[/embedyt]
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ მოქალაქეები, რომლებსაც შეეძლოთ შეკითხვის დასვა მათთვის საინტერესო და ზოგადად საჭირბოროტო საკითხებზე