- დღეს, ზუგდიდში, დაფუძნდა ხელოვნების ფესტივალი ,,ქARTული”. ფესტივალის პირველ კონცერტზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შემოქმედებითმა ჯგუფებმა წარმოადგინეს თავიანთი რეპერტუარი.
ფესტივალის მიზანია შემოქმედებითი ჯგუფების წარმოჩენა და მათი საქმიანობის მხარდაჭერა.
ფესტივალის დირექტორმა, ნატალია კემულარიამ განაცხადა, რომ ხელოვნების ფესტივალი ,,ქARTული” ეძღვნება მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლის ყოფილი დირექტორის, ნინელი ჭითანავას ხსოვნას.
ფესტივალის ორგანიზატორია ააიპ ,,ხელოვნების ცენტრი” (დამფუძნებელი ნინო გოგოხია).
ფესტივალის მხარდამჭერია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე (დირექტორი დავით შამათავა).