ბათუმში, ანიმაციური ფილმების მე-11 საერთაშორისო ფესტივალზე “თოფუზი 2019” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ნორჩმა ანიმატორებმა და სასახლის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.
მონაწილეთათვის ჩატარდა მასტერკლასი ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში.