ზუგდიდში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა გაიხსნა


  • გიორგი გახარიამ, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი შენობა გახსნა.

ზუგდიდში მდებარე ხუთსართულიანი შენობა გათვლილია 16 სახანძრო-სამაშველო მანქანაზე. ეს არის პირველი სახანძრო-სამაშველო შენობა საქართველოში, რომელშიც ვერტმფრენის დასაჯდომი სივრცე არსებობს.
შენობა უზრუნველყოფილია მეხანძრე-მაშველებისთვის სამუშაო და მოსასვენებელი პირობებით და მოიცავს სავარჯიშო სივრცეს, გარდერობს, საძინებელ, სამზარეულო და საშხაპე ოთახებს, ასევე სამედიცინო კაბინეტებს. ეზოში განთავსებულია წყლის 40 ტონიანი ავზი და სავარჯიშო კედელი. შენობაში ასევე იფუნქციონირებს საოპერატორო ოთახი და ე.წ ქოლცენტრი.

შენობის გახსნის ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ზუგდიდში მყოფი, პრემიერ მინისტრი ტექნოპარკში პედაგოგებს შეხვდება. მასწავლებლებთან შეხვედრის შემდეგ, ის ექიმებთან გამართავს შეხვედრას.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!