- რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის უფასო სკრინინგული პროგრამები მოქმედებს. მოსახლეობას საშუალება აქვს, სრულიად უფასოდ ჩაიტაროს ფილტვისა და ფარისებრი ჯირკვლის კომპლექსური გამოკვლევები.
ფილტვის სკრინინგი
- დღეები: ყოველ ხუთშაბათს და პარასკევს
- ასაკი: 50–70 წლის მოქალაქეები
- პროგრამა მოიცავს:
- ფილტვების დაბალდოზიან კომპიუტერულ ტომოგრაფიას (CT)
- პულმონოლოგის კონსულტაციას
ფარისებრი ჯირკვლის სკრინინგი
- დღეები: ყოველდღე (კვირის გარდა)
- ასაკი: 25–70 წლის ქალბატონები
- პროგრამა მოიცავს:
- ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიურ კვლევას
- ენდოკრინოლოგის კონსულტაციას
- TSH-ის (თირეოტროპული ჰორმონის) განსაზღვრას
- საჭიროების შემთხვევაში – ბიოფსიას
მნიშვნელოვანი ინფორმაცია დევნილის სტატუსის მქონე პაციენტებისთვის:
ვიზიტისას თან უნდა იქონიოთ: დევნილის მოწმობა ან რეგისტრაციის მისამართის დამადასტურებელი ცნობა.
დამატებითი ინფორმაციისა და წინასწარი ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით: 0322 195 004
