მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების დისტანციურად გადაფორმების სერვისი ამოქმედდა


  • შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების დისტანციურად გადაფორმების სერვისი ამოქმედდა.

მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის – SERVICE AGENCY ან ვებგვერდი – Sa.gov.ge საშუალებით ფიზიკურ პირს შეუძლია დისტანციურად მოახდინოს საკუთარ სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების გასხვისება.

საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა დაინტერესებულმა პირმა გაიაროს ავტორიზაცია აპლიკაციაში ან ვებგვერდზე და მიყვეს ინსტრუქციას.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

two × 3 =

Akismet ანტისპამი