უკრაინის რადამ სახალხო დამცველს ლუდმილა დენისოვას უნდობლობა გამოუცხადა და უფლებამოსილება შეუჩერა


  • უკრაინის უმაღლესმა რადამ სახალხო დამცველ ლუდმილა დენისოვას უნდობლობა გამოუცხადა და უფლებამოსილება შეუჩერა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დენოსოვას წინააღმდეგ ხმა 234-მა დეპუტატმა მისცა. მისი გათავისუფლების კონკრეტული მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ლუდმილა დენისოვას განცხადებით, მის გასათავისუფლებლად გამოყენებული იქნა მექანიზმი, რომელიც უკრაინის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

ცნობისთვის, ლუდმილა დენისოვა ომბუდსმენის თანამდებობას 2018 წლის 15 მარტიდან იკავებს.

“უნიანის“ ინფორმაციით, 2022 წლის 27 აპრილს ყოფილმა ბავშვთა ომბუდსმენმა მიკოლა კულებამ დენისოვა რუსი დამპყრობლებისთვის ინფორმაციის მიწოდებაში დაადანაშაულა. კულებას თქმით, ომუდსმენმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად იმალებოდა ხერსონში 58 ბავშვი და, სავარაუდოდ, ამის შემდეგ დამპყრობლებმა ისინი ყირიმში წაიყვანეს.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!