სასახლეში საბა ჯანჯღავას ფილმის პრემიერა შედგა


  • დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დარბაზში ახალგაზრდა რეჟისორის, სასახლელის საბა ჯანჯღავას მოკლემეტრაჟიანი ფილმის “1878” პრემიერა შედგა.

ფილმის ნახვის შემდეგ, დამსწრე საზოგადოებამ ისაუბრეს შთაბეჭდილებებზე და წარმატება უსურვეს ახალგაზრდა რეჟისორს შემდგომ შემოქმედებით საქმიანობაში.

საბა ჯანჯღავამ “ზუგდიდელებთან” საუბარში ისაუბრა ფილმის შექმნის ისტორიაზე, მის შემოქმედებით ჯგუფზე და სამომავლო გეგმებზე. მან აღნიშნა, რომ “ფილმი გახლავთ მისტიური მელოდრამა, რომლის გაგება სხვადასხვა ინტერპრეტაციით შეიძლება გაგება. ყველას ვურჩევ უყუროს ფილმს და გამოიტანონ დასკვნა. დღეს, ემოციებით სავსე ვარ, სულ სხვანაირი განცდა ყოფილა. ფილმი რამდენჯერ მაქვს ნანახი, მაგრამ შეგრძნება მქონდა ფილმი თითქოს პირველად ვნახე. საზოგადოების სითბომ მოტივაცია მომცა და მინდა თოთოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო. მომავალში ვგეგმავ სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებას”.

ღონისძიება შედგა სასახლის ჟურნალისთა კლუბის “სარკმელის” ინიციატივით.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!