- ევროკავშირის სახელმწიფოების ლიდერებმა რამდენიმე საათიანი მსჯელობის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ევროპულმა საბჭომ მხარი დაუჭიროს უკრაინის არჩევანს, გახდეს ევროკავშირის წევრი.
“უკრაინას მარტო არ დავტოვებთ” – წერია ვერსალში გამართული შეხვედრის შემდეგ ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.