- უკრაინაში დაღუპული გელა გოგიას ცხედარი ცხედარი დღეს, დილით გამთენისას საქართველოში ჩამოასვენეს. ქართველი მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში მიმდინარეობს.
სამოქალაქო პანაშვილი 13.00 საათამდე გაგრძელდება, შემდეგ გელა გოგიას სენაკში გადაასვენებენ. მას სამხედრო პატივით, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ინფორმაციისთვის: გელა გოგია 26 აგვისტოს უკრაინაში, ქალაქ კრამატორსკთან დაიღუპა.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 19 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.