მედია – მექსიკიდან აშშ-ში მოსახვედრად მდინარე რიო-გრანდეს გადაკვეთის მცდელობისას რვა მიგრანტი დაიღუპა


  • მექსიკიდან აშშ-ში მოსახვედრად მდინარე რიო-გრანდეს გადაკვეთის მცდელობისას რვა მიგრანტი დაიღუპა, სასაზღვრო პატრულმა 37 ადამიანის გადარჩენა შეძლო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც აშშ-ის სასაზღვრო საბაჟო სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის ადგილზე სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

როგორც უწყების პრესსპიკერმა, რიკ პაუზამ განაცხა, ამერიკელმა მესაზღვრეებმა ხუთშაბათს სულ 53 მიგრანტი დააკავეს, მათ შორის გადარჩენილი 37 პირია. თავის მხრივ, მექსიკურმა მხარემ 39 ადამიანი დააკავა.

როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, ბოლო დღეებში უჩვეულოდ ძლიერი წვიმის გამო, რიო-გრანდე ადიდებული იყო, რის გამოც მექსიკის ქალაქ პიედრას-ნეგრასის ქუჩები დაიტბორა.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!