- ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა კონკურსში ,,სუფთა რეგიონი 2020“ რამდენიმე ნომინაციაში გაიმარჯვა.
ნომინაცია ,,სუფთა მუნიციპალიტეტი 2020 “- გაიმარჯვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა.
ნომინაცია ,,სუფთა სოფელი 2020 “- გამარჯვებული გახდა სოფელი ზედა ეწერი.
ნომინაცი ,,სუფთა ქუჩა 2020 “- გამსახურდიას გამზირი.
ნომინაცია ,,ლამაზი აივანი 2020 “- გამარჯვებულია რუსუდან ხარგელია.
კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილებით სიგელი გადაეცა სოფელ ხურჩასაც ნომინაციაში სუფთა/ლამაზი ეზო.
დაჯილდოების ცერემონიალი თბილისის საკრებულოს შენობაში გაიმართა და მას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა და ა(ა)იპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრის“ დირექტორი ნუგზარ მალაშხია დაესწრნენ.
კონკურსი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების ორგანიზებით გამოცხადდა.
კონკურსი ჩატარდა პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციები „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), ადგილობრივ და შვედ პარტნიორ-ორგანიზაციებთან ერთად, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მისი სტრუქტურული ერთეული სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი“, ასევე მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.
აღნიშნულ კონკურსში ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა სხვადასხვა წელს რამდენჯერმე მოიპოვა გამარჯვება.