სპორტის მუზეუმი 5 წლისაა


  • დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის სპორტის მუზეუმი 5 წლის გახდა. იუბილესთან დაკავშირებით, სპორტის მუზეუმში 5 წლის მანძილზე თავმოყრილი ისტორიული მნიშვნელობის ექსპონატების გამოფენა გაიხსნა.

ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის სპორტის მუზეუმის დირექტორმა როლანდ მაქაცარიამ განაცხადა: “აქ ისეთი ექსპონატებია, რომლითაც ვამაყობთ. ამ სპორტსმენებმა ქვეყანა, ქალაქი ასახელეს, შემდეგ ევროპა და მთლიანად მსოფლიო.”

ექსპონატების ძირითადი ნაწილი გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან დღემდე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენების სიგელებს, თასებს, აქსესუარებს და სხვადასხვა სახის ჯილდოებს მოიცავს.

გამოფენას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

five × three =

Akismet ანტისპამი