ადგილობრივი თვითმმართველობა 100 წლის წინ


  • დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააქტო დარბაზში გაიმართა ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობა 100 წლის წინ – აღმოაჩინე უცნობი მემკვიდრეობა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 1918-1921 წლების თვითმმართველი ორგანოების შესახებ მასალები, რომლებიც ეროვნულ არქივში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის საზოგადოებრივ არქივშია დაცული.

შეხვედრაზე ისტორიკოსებმა ირაკლი ხვდაგიანმა და დავით ლოსაბერიძემ მცირე ლექციები წაიკითხეს, აგრეთვე მოეწყო დოკუმენტური ფილმის “ინიციატივა არ ისჯება” ჩვენება. ჩვენებას მკვლევარი ანა მარგველაშვილი უძღვებოდა.

გამოფენაზე დარიგდა დავით ლოსაბერიძის მიერ მომზადებული ნაშრომი -“ადგილობრივი თვითმმართველობა 100 წლის წინ” და ირაკლი ხვადაგიანის (საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია) ნაშრომი “ერობა”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!