- სოხუმის დაცემის 28 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
სოხუმის დაცემის 28-ე წლისთავთან დაკავშირებით გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები.